სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი ავარიაში დაიღუპა

ხარაგაულის რაიონში მომხდარ ავარიას სპორტსმენი, გიორგი დოინჯაშვილი ემსხვერპლა. 

ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. მომხდარი ფაქტი შსს-ში დაადასტურეს.

გიორგი დოინჯაშვილი 2015 წელს არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალ სთრონგმენის გამარჯვებული გახდა.დოინჯაშვილი ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი იყო.