სროლავლადიკავკაზში-ფიზიკური დაპირისპირება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების ზოგიერთ წევრსა და ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს შორის მოხდა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი ზასეევის განცხადებით, მთიანი-ყარაბაღიდან დაბრუნებულ “კონიფას” ჩემპიონატში გამარჯვებულ მათი საფეხბურთო ნაკრების წევრებს, 12 ივნისს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს.
ზასეევის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა ვლადიკავკაზში მათი გუნდის წაგებაზე 140 ათასი რუბლი დადო ტოტალიზატორში.
“გამარჯვებული ნაკრების წევრების დაბრუნების შემდეგ კი ვლადიკავკაზის ქუჩებში ვიღაცამ ნახა, აცნობა ამ პირებს, ისინი მოვიდნენ გარჩევაზე და მაშინ დაიწყო ჩხუბი და სროლა. არავინ დაშავებულა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საფეხბურთო ღონისძიება მთიან-ყარაბაღში ტარდებოდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო “კონიფას” ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ღონისძიებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაციებიც ესწრებოდნენ.