რუსთავის რესტორანში სტუმრებსა და მუსიკოსებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სროლით და 2 ადამიანის დაკავებით დასრულდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოს შორის მოხდა.
მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.დამტვრეულია ინვენტარი. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ე.წ. სასტარტო იარაღი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და მისი გასროლაც სიტუაციის განეიტრალების მიზნით მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური, დაცვის პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟები.
ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ექიმებმა მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 მამაკაცი.