“სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად!” – მაკო გომური

20 ივნისს აქციის დარბევის შედეგად 18 წლის გოგონამ, მაკო გომურმა ცალი თვალი დაკარგა. ის ამჟამად სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა დაზიანება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცალ თვალში მას მხედველობა არ აღუდგება.
ამის შესახებ გოგონამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!! — წერს მაკო ლომური.

არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვამ ხელოვნურ თვალს. ((,რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. )) ((გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე “ააწყვეს” ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა(დაიხოცებიან);დ))

გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე; ნუ დამტირით ხალხო; საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცდენილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მაგრამ გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ქვია)… და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ – ხო საკმარისია ბევრი რამისთვის?

((მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!))

კი, ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს..

ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას, რადგან ჩემი მოვალეობა იყო და

მადლობასაც არავისგან ველოდი;დ ეს ისე,“ -წერს ფეისბუქზე მაკო გომური.