“სრულწლოვანი შვილი ქვეყნის ამოსატრიალებლად რომ გამოვარდება ბავშვი ჰქვია იმას?”- ოცნების ყვარლელი დეპუტატი აქციების ორგანიზატორების წინააღმდეგ

“შვილი ვიცი მე ბაღსა და სკოლაში და როცა ვინმეს უკვე სრულწლოვანი შვილი ქვეყნის ამოსატრიალებლად ქუჩაში გამოვარდება და ყველაფერს იკადრებს, რასაც კადრულობენ, იმას ბავშვი ჰქვია?”- ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი აქცია “სირცხვილიას” წევრების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს. რამდენიმე წუთის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, ბავშვი რომელიც ქვეყნის ამოსატრიალებლად ქუჩაში გამოდის მას შვილი და ბავშვი არ ჰქვია.

“მე არც კვიციანის ფანი ვარ, არც ნაცნობი და არც მეზობელ-ბიძაშვილი, მაგრამ დღეს რო მორალს უკითხავენ და თურმე ვიღაცის შვილებს შეეხო და როგორ გაბედა, ამის მოკაჭკაჭეს ყველას გეკითხებით, ასეთი რა მოწიეთ რო ასე ძლიერად გაღაჟღაჟებთ? შვილი ვიცი მე ბაღსა და სკოლაში და როცა ვინმეს უკვე სრულწლოვანი შვილი ქვეყნის ამოსატრიალებლად ქუჩაში გამოვარდება და ყველაფერს იკადრებს, რასაც კადრულობენ, იმას ბავშვი ჰქვია და ვინმეს შვილობის გამო თავზე მოაკუკინოს ვინმემ? იიიიი, ბავშვი შვილი არა? დადუმდით მაინც ასეთ დროს!”- წერს ხუციშვილი.

პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების დროს ხუციშვილი ითხოვდა, “უწესო ქალების გაჩენილი ბავშვები” ტერიტორიიდან მოეშორებინათ.

ემზარ კვიციანი კი დღეს დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამო შეაქო და მას ვაჟკაცი უწოდა. 

“კვიციანმა ვაჟკაცურად, მარტომ დაამხო დედის საწმერთულები უზნეო სტვენია ლაწირაკებს”, — წერს ხუციშვილი.

“ემზარ კვიციანზე თავდასხმა არაფერს ნიშნავს? მოაშორეთ ეს უწესო ქალების გაჩენილი ბავშვები პარლამენტს და სასწრაფოდ აღადგინეთ წესრიგი პარლამენტთან, რომელიც ყველა ზღვარს გასცდა… ხალხმა აღარ უნდა ვაპატიოთ ეს ყველაფერი და ვაჩვენოთ ვინ რამდენია და ვის რა შეუძლია”, — წერდა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების პარალელურად ხუციშვილი.

ნინო ხუციშვილი ასევე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის მარიამ გეგუჩაძის ვიდეოსაც, სადაც ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვართან ერთად არის.

“ნანულიემ სხვა ვეღარაფერი შეძლო და შვილი მწყემსად გაამწესა”- წერს ნინო ხუციშვილი.