შოთა უტიაშვილის სახლთან ცოტა ხნის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შოტა უტიაშვილის სტატუსს აპროტესტებდნენ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.
გაირკვა, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს, აღნიშნული სტატუსი არ წაუკითხავს, თუმცა ისინი უტიაშვილის სტატუსს მაინც აპროტესტებდნენ და მის წასვლას მოითხოვდნენ, შეძახილებით:”წადი”, “მოღალატე”.
“ქვეყანას შეურაცხყოფა მოაყენა, წაკითხული ესე არ მაქვს სტატუსი დიდად მაგრამ რაც არის მთავარი, რომ პლიუსიაო ისა რომ მიწები და რაღაცეები დავკარგეთო და ეგ როგორი პლიუსია?”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სტატუსი არ წაუკითხავთ, თუმცა მათ იციან რომ უტიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა გმირებს და ქართველ ხალხს.