ამინდის გაუარესებას ხარაგაულის რაიონში სტიქია მოყვა. ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, რამდენიმე სოფლის გზა დაიტბორა.
ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მოძრაობა შეზღუდული იყო ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.
სტიქიის შედეგად სახლებიც დატბორა. ამ დროისათვის გაწმენდილია ადიდებული მდინარის კალაპოტი.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა.