“სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა, თუ არ გინდათ, რომ თქვენს გაჯიქებას და გახარიას გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სახელმწიფო”-გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას გაერთიანებულ ოპოზიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციიდან მიმართა.
„დღეს სახალხო პროტესტის მეექვსე დღე არის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი გვქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოს მოქალაქეს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის მაგივრად ვნახეთ ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია, შემდეგ ასევე უნიჭოდ დადგმული ზეიმი, რომელსაც იმასთან რაც დღეს საქართველოში ხდება არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ყველაზე სავალალო არის ის რომ ძალადობა დღეს პარლამენტში, რომლის მიზანიც ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, სინამდვილეში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე.
რაც გინდათ დაარქვით ამას გინდა მოთხოვნა დაარქვით, გინდა რჩევა დაარქვით, გინდა თხოვნა დაარქვით არც ერთის არ შეგვეშინდება. რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და რაც შეძლება სწრაფად გადავიდეთ ამის შემდეგ პოლიტიკურ დიალოგზე. თუ არ გინდათ, რომ თქვენ გაჯიქებას და გახარიას და სხვა დამნაშავეების გადარჩენის მცდელობას გადააყოლოთ სამოქალაქო მშვიდობა. ჩვენ არც რევანში გვჭირდება, არც არეულობა გვჭირდება. მზად ვართ დიალოგისთვის. სხვათა შორის დიალოგისთვის მზად ვიყავით იმ ღამესაც როდესაც გაზი შემოგვასხით სახეში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.