“სტუმარი ღვთისაა”-მეუფე პეტრე ივანიშვილთან შეხვედრაზე

“მე შემატყობინეს რომ ბატონ ბიძინას სურდა მოელოცა ჭყონდიდის ეპარქია და ტაძარი, მე მიმაჩნია რომ არასოდეს არ უნდა გაცივდეს ეს აზროვნება რომ სტუმარი არის ღვთისგან მოსული ადამიანი და ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ ის”-განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა,  მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ. მეუფე პეტრე ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე არ უსაუბრია და ეს შეურაცხმყოფელიც იქნებოდა.
მეუფე პეტრეს თქმით, ივანიშვილთან ზვიადის ეპოქაზე, ამბროსი ხელაიაზე,   90-იანი წლების მოვლენებზე და ისტორიაზე ისაუბრა. ყველა კითხვაზე, რომელიც საუბრის შინაარსს და კონკრეტიკას ეხებოდა მეუფე პეტრემ ვრცელი ისტორიული ექსკურსით უპასუხა და ერთადერთი ის დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ქონდა საუბარი. დეტალები არც ამ შემთხვევაში დაუკონკრეტებია და თქვა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი ყურადღებით უსმენდა.