” სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კომპოზიტორი გია ყანჩელის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

“გია ყანჩელი რაც თავი მახსოვს სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება. ასე რომ მისი ფიზიკური არყოფნით ეს ჩემთვის და ყველა თანამემამულისთვის არაფრით არ შეიცვლება. ქედს ვიხრი გენიოსის ხსოვნის წინაშე.”- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორი გია ყანჩელი, დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 5 ოქტომბერს დიდუბის პათეონში დაკრძალავენ.