რუსთავი ორზე განვითარებული მოვლენების, მფლობელის ცვლილებისა და თანამშრომლების გაშვების შემდეგ ემზარ კვიციანი რუსთავი2–ის მაყურებელი ხდება. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამის შემდეგ სულ “რუსთავი2”-ი ექნება ჩართული.
„პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად. სულ რუსთავი მექნება ჩართული!“ – დაწერა კვიციანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში სამსახურიდან წავიდნენ წამყვანები – დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვლი.მანამდე დირექტორმა სალიამ სამსახურიდან გაათვისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, წამყვანები – ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.
ამ დოისთვის ახალი ამბების განახლება შეწყვეტილია რუსთავი2–ის ვებგვერდზეც. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გუშინ საღამოს შემდეგ გვერდზე დაიდო, 12 საათიანი კურიერის ეთერში არგასვლის შესახებ ინფორმაცია იყო. რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ჩვენი ინფორმაციით გადაღებებზეც არ გასულან.