კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ ,,სპარის” კონსულტანტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შსს-ს ცნობით, კონსულტანტს თავდამსხმელმა თავში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა.
დაზიანებულია საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც.
თავმდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.