სურსათის ეროვნული სააგენტო შეისწავლის, იყო თუ არა ვირთხის ფეხი ნიკორას პელმენში. მათი ინფორმაციით, შესაბამისი მოკვლევა დაიწყება, რის შემდეგაც სააგენტო შესაბამის ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნიკორაში“ შეძენილ პელმენში ვირთხის ფეხი აღმოჩნდა.