სუს-ის ბევრ თანამშრომელს აქციებიდან ვიცნობ, შეხუმრებულებიც კი ვართ-ელენე ხოშტარია

სუს-ის ბევრ თანამშრომელს აქციებიდან ვიცნობ, შეხუმრებულებიც კი ვართ-ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილი მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური დევნით არის დაკავებული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით. ხოშტარიამ რამდენიმე მაგალითიც გაიხსენა, როცა სუსის თანამშრომლები მას დაყვებოდნენ.

“რეალურად, თქვენი ახალი ფუნქცია არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის დევნა და პოლიტიკური პოლიცია.

მე მაგალითად ვიცნობ ძალიან ბევრ თანამშრომელს აქციებიდან. შეხუმრებულებიც კი ვართ ხოლმე, იმდენად კომიკურია სუს-ის მოგზავნა, ვითომ, როგორც სტუდენტის ან მანქანა დგას და ხელს უქნევ”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.