სუს-ის მითითებით, საერთაშორისო ჟურნალისტები ვერ აშუქებენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს-ხატია დეკანოიძე

სუს-ის მითითებით, საერთაშორისო ჟურნალისტები ვერ აშუქებენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

“სუს-ის მითითებით, საერთაშორისო ჟურნალისტები ვერ აშუქებენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.
სპეციალური დირექტივით, სუსი ცდილობს აღკვეთოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის გადაადგილება, რომ შეიზღუდოს ადგილზე ოკუპაციის გაშუქება და რუსების მიერ ახალი, უკანონო საგუშაგოების აღმართვა.

როგორ უნდა გაიგოს მსოფლიომ ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა და რფ -ის აგრესია?

ნათელია ყველაფერი..”-წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, დღეს ჩორჩანას სიახლოვეს რუსული ვერტმფრენის გამოჩენა სუს-მა დაადასტურა. სუს-ის შეფასებით, ფაქტი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)“, – აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.