სუს-მა ქრთამის აღებისთვის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი დააკავა

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.- მ მოქალაქეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივების ჩაბარებისა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიით გამგზავრების სანაცვლოდ, 2500 დოლარი მოსთხოვა, საიდანაც 1000 დოლარი წინასწარ გამოართვა.

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის შ-3-ის უფროსი სუს-მა გენ.ინსპექციასთან თანამშრომლობით დააკავა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.