სუსი “გირჩს” ერთი წლის განმავლობაში უსმენდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გირჩის ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ დაწერა.
“მე რაც გავიგე, გვითხრეს რომ ერთი წელია ,,კანონიერად” გვისმენენ.
ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი.
ამის სათქმელად დაგვიბარეს.
ტლანქად გაგვაფრთხილეს”-წერს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ “გირჩის” წევრები შსაგამოძიებო უწყებაში 2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე,დაიბარეს.