სუსი ნიკა გვარამიას ოჯახზე ფარულ მიყურადებას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას ბრალდებას ეხმაურება, რომელმაც უწყება რამდენიმე დღის წინ მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.

„აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 000 ევროს ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღესვე სუსთან გვარამიასთან სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია