სუსი საკუთარ რესურსებს ოპოზიციაზე ხარჯავს- ასე აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე
გოცირიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი რომ ხორციელდება, ეს ყველამ იცის, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფოს არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
„არაფერი იმაში სიახლე არაა,რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა, მაგრამ ამ 7 წლის განმავლობაში ამ ომში მონაწილე თუნდაც ერთი აგენტი ვერ გამოავლინეს“ აცხადებს რომან გოცირიძე.