სუსმა ბირთვული მასალის გაყიდვისთვის 2 პირი დააკავა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბირთვული მასალა, „ურანის“ უკანონო მოპყრობის და გასაღების ფაქტზე ქობულეთში ორი პირი დააკავა მათშორის ერთ-ერთი ბიზნესმენი გოჩა გოგიტაძეა.

“ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40.19 გრამია და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

თუ ვისთვის აპირებდნენ ურანის გასხვისებას ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.