“სუსში მისვლას არ ვაპირებ”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საგამოძიებო უწყებაში ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა ის მისვლას არ აპირებს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მოდულის შენობაში მისვლა მისთვის დისკომფორტია, რადგან იქ მისი შვილის მკვლელები სხედან, ამიტომ დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე 5-ჯერ გამოკითხეს. ამბობს, რომ მაშინ მისთვის მტკივნეულ თემებზე მოუწია საუბარი. ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაბარება ამჯერად მიუნხენში სოციალურ ქსელში განხორციელებულ ლაივჩართვას უკავშირდება. ამბობს, რომ ემიგრანტებთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რათა შვილის საქმე საერთაშორისო უფლებადამცველებისთვის გაეცნო.

„არ ვარ სუსში წამსვლელი, ყოველ ჯერზე ჩემი იქ მისვლა სიკვდილზე მეტია, ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეები იქ სხედან. თუ რამე სიბინძურე არსებობს, ყველაფრს ჩამს წინააღმდეგ ახორციელებენ, ცდილობენ, გამანადგურონ, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი“ – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი