სვანეთში ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

უბედური შემთხვევა მესტიაში დენის დარტყმის შედეგად 27 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სვანეთში სამსახურიდან მივლინებით იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის მაღალი ძაბვის ელექტო სადენს გამოედო და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.