მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, რომლებიც ავტომობილით გზიდან მდინარეში გადავარდნენ, გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილები არიან ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი. ავტომობილი მაშველებს მდინარიდან ახლა ამოაქვთ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.
შემთხვევა 7 ივნისს მოხდა, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ.