ტაბულას რედაქცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადადის. ამის შესახებ “ტაბულა” განცხადებას ავრცელებს:
“საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, ტაბულას რედაქცია დისტანციურ მუშაობაზე გადადის.ჩვენი გადაწყვეტილების მიზანია დავიცვათ თანამშრომლები არასაჭირო კონტაქტებისგან – როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე საოფისე სივრცეში.გადაწყვეტილების მიღება გაგვიიოლა ონლაინ მედიის თავისებურებამ, რომელიც დისტანციურად მუშაობის საშუალებას იძლევა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არცერთ თანამშრომელს არ აქვს ახალი კორონავირუსი, არც კონტაქტი ჰქონია დაინფიცირებულთან და არც ეჭვი არსებობს, რომ რომელიმეს ტესტის ჩატარება სჭირდება.”- ნათქვამია “ტაბულას” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია.