არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ხანძარი განზრახ გაჩნდა- ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პარიზის პროკურორმა რემი ჰეიტზმა გააკეთა.
სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, მთავარ ვერსიად გამოძიება უბედურ შემთხვევას განიხილავს.
პროკურორის თქმით, შემთხვევის ადგილზე პროკურატურის 50 თანამშრომელი იმყოფება, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს.ჰეიტზის თქმით, ამჟამად იმ მუშების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
ხანძრის შედეგად ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის გადარჩენა შეძლეს.
როგორც ცნობილია, გადარჩა ტაძრის რელიქვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.
ხანძარი პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი.