ტაილანდის ტურისტული ვიზის აღება უკვე საზღვარზეა შესაძლებელი

საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდის ტურისტული ვიზის აღება, 15 დღიანი პერიოდით, უკვე  ტაილანდის საზღვარზე შეუძლიათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ორმხრივი 
შეთანხმება  გასულ წელს მოხდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ტაილანდის სამეფოში 15 დღეზე მეტი პერიოდით,   შესაბამისი კატეგორიის ვიზა ესაჭიროება (ტურისტული, საქმიანი და ა.შ). ვიზა გაიცემა  ანკარაში, თურქეთში, ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.