ტაილანდში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ტაილანდში ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს, მათ შორის ტურისტულ ზონას, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადგილობრივები, რომლებიც დროებით თავშესაფრებში იმყოფებოდნენ, საკუთარ სახლებში ბრუნდებიან. რეგიონში განახლდა საზღვაო მიმოსვლა და აეროპორტების მუშაობაც, თუმცა, რეისები დაგვიანებით სრულდება.