ტანკით ვერ შევალთ, ვერ ავტეხავთ ქაოსს- ქანთარია გატაცებული 17 წლის ბიჭის გათავისუფლებაზე

,,ტანკით ვერ შევალთ ბუნებრივია და ვერ ავტეხავთ ახლა ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ. მაქსიმალურად, რაც შეიძლება ჩართული იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლება”- ასე პასუხობს ,,ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია ოკუპანტების მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭს გათავისუფლების შესახებ კითხვას.

საოკუპაციო ძალებმა 17 წლის მოზარდი სოფელი კირბალის ტყიდან გაიტაცეს. ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც ტყეში შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ, ორმა არასრულწლოვანმა გამოქცევა შეძლო, ალიკა კი მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.