ტაქსის მძღოლები ავტომობილების შესაცვლელად სესხის აღებას შეძლებენ

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ  ავტომობილების შესაცვლელად სესხის აღებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

„ეს სერიოზული პრობლემაა მათთვის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ მათ ჩაანაცვლონ ძველი ახალი ავტომობილებით. იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“-განაცხადა კალაძემ.