ტაქსის მძღოლების ულტიმატუმი კახა კალაძეს

დღეს ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრას  ულტიმატუმით აპირებენ. ისინი რეგულაციების გადავადებას მოთხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მძღოლებს ასევე აინტერესებთ  აქციის მიმდინარეობისას რატომ გადაიყვანეს აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებაში. 

„გვინდა, რომ მარჯვენა “რულიანები” დაიშვას აუცილებლად 2021 წლის ჩათვლით და გვქონდეს ტაქსის დამადასტურებელი ნიშნის ტარების უფლება. თუ არ დაგვიტოვებენ იმის საშუალებას რომ ჩვენი ოჯახები გამოვკვებოთ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადაინაცვლებს პერმანენტულ აქციებში,“-განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა არჩილ არჯევანიძემ.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო ორი ადამიანი. სინამდვილეში ეს ესე არ ყოფილა და დაკავებულ ყოფილა 4 ადამიანი. ჩვენ ამ დაკავებებს პირდაპირ ვუკავშირებთ დაშინებას. და ვთხოვთ მერიას განგვიმარტოს რატომ მოხდა მაშინ როდესაც ვაპირებდით ჩვენ მშვიდობიან აქციას დაკავება,“-განაცხადა ლევან ხუზაურაშვილმა.