ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციებს აღარ გამართავენ. დღეს, პერმანენტული აქციების დაანონსების მიუხედავად, ტაქსის მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიდის, აქედან გამომდინარე, ისინი ვეღარ ხედავენ აქციების გამართვის აუცილებლობას.
ცოტა ხნით ადრე კი ტაქსისტები პოლიტიკურ პარტიებსაც გაემიჯნენ.აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტია იყო.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია და მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
რეგულაციების მიხედვით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, ვალდებული არიან თეთრად გადაღებონ მანქანა ან თეთრი ფირი გადააკრან მას.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. B კატეგორიის მძღოლებს კი მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩანაცვლებისთვის ვადა 2021 წლამდე გაუხანგრძლივდათ. 2021 წლის პირველი იანვრიდან თბილისში მარჯვენასაჭიანი ტაქსები კანონით აიკრძალება.