ტაქსების კოლონა 11 აპრილს რუსთაველის გამზირის გავლით სოლოლაკში ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა. დღეს ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
ისინი მერიის მიერ დაწყებულ ტაქსების რეფორმას აპროტესტებენ და მოითხოვენ ტაქსების თეთრად გადაღებვის ვალდებულება გაუქმდეს. გარდა ამისა, წელიწადში სავალდებულო ტექდათვალიერების რაოდენობა ორიდან ერთამდე შემცირდეს.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ისინი საკუთარი შრომით ოჯახებს ძლივს ინახავენ და ახალი რეგულაციები მათ უმუშევრად ტოვებს, ტაქსების სფეროში კი მონოპოლიები შეიქმნება.














