ტაქსისტი ძმები ქართველიშვილების დედა გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ერთ-ერთმა ძმამ ნიკა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ“ – წერს ნიკა ქართველიშვილი
ძმები დიდი ხნის განმავლობაში დედის გადასარჩენად ტაქსაობით აგროვებდნენ ფულს.