“ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით?”- ბექა გოჩიაშვილი

ქართველი ჯაზ პიანისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

“ვერასდროს, ვერანაირად, ქართველი ვერ იქნება პროვოკატორი რუსეთთან. მითუმეტეს დღევანდელ პოლიტიკაში. ემოციურად ვინმე თუ იუზრდელებს პირდაპირ ეთერში, ვლადიმერს ძალიან კიდია. გაბუნია ძალიან პატარა საზომია რუსეთისთვის, იმათთან შედარებით ვისგანაც დაუნდობელ კრიტიკას და ხშირად უტაქტო განცხადებებს იღებს, სხვადასხვა ქვეყნის პრესისგან და ტელევიზიისგან.ყველაზე უტიფრობად ის მიმაჩნია, გაბუნიას გინებით რო ხართ პატრიოტულად შეშინებულები და ამ დროს, რაც რეალურად საშიში იყო: 2 კვირის უკან – რუსი დეპუტატი გვეჯდა პარლამენტში და რჩევა-დარიგებებს იძლეოდა.ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით? რამოდენიმე ათასობით ხალხი იყო ქუჩაში გასული საქართველოში რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგის არ შეგვშინებია, გაბუნია ჩესტზე ვის შეეხო მაგრა კიდია რუსეთს, დამიჯერეთ.”- წერს ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელმა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას ტელემიმართვა იხილა.გაბუნიამ ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გვიან ღამით ტელეკომპანიასთან აქცია გაიმართა. “რუსთავი 2-მა” რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.