თბილისში, ჭავჭავაძის 5–ში, ყოფილი ლეჩკომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობისას მიწის მასის ჩამოშლისას მიწის ქვეშ მოყოლილი ორი მუშიდან ერთი გარდაცვლილი იპოვნეს. მაშველები მეორე მუშის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. დიდი რაოდენობით მიწის მასამ ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა, რომლებიც ხარაჩოზე მუშაობდნენ. მიწის ჩამოშლას ხარაჩის ჩანგრევაც მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.