ჭავჭავაძის გამზირზე ილიაუნის ეზოში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.მაშველები ცდილობენ მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ადგილიდან გამოიყვანონ. როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებდა და ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან კავშირი არ ჰქონდა.