ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნები მიწისქვეშ განთავსდება

თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივით, რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნები მიწისქვეშ განთავსდება. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

“ჩვენ ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, მინდა რომ საპილოტე პროექტად განვახორციელოთ ის რომ სანაგვე ურნები რომელიც დგას ქუჩაზე , ბევრ განვითარებულ ქალაქში არის ესე, ეს იყოს საპილოტე ეს ურნები ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ, ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში რომ შემდეგ უკვე სხვა ქუჩებზეც იგივე მიდგომა გვქონდეს. ვიზულურადაც არ არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე ეს ურნები ესე ზემოთ ამოწეული, ბევრ პრობლემას ქმნის” -განაცხადა   კალაძემ.