ჭიათურაში მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ის მოშიმშილე იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ექიმებს მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.
დღეს აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ჭიათურაში დაკეტილია მაღაზიები, ოფისები, ბაზრობები. პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა.
გუშინ “ჯორჯიან მანგანეზსა და მოშიმშილე მაღაროელებს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა ხელფასების მომატებაზე კვლავ უარი განაცხადა და ძალაში დატოვა მათ მიერ გაჟღერებული წინადადება, რომელიც საწყის ეტაპზე ხელფასების 15%-ით ზრდას, ხოლო ეტაპობრივად, ჯამში 25%-იან ზრდას ითვალისწინებს.