მაღაროელების მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში გრძელდება, პროტესტი დღითიდღე იზრდება.
დღეს აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
გაფიცული მეშახტეები ამბობენ, რომ პროტესტი ქალაქის ქუჩებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.
უკვე მე-13 დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან. დღეს ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულებს კონკრეტული პირობები შესთავაზეს, თუმცა გაფიცულები მათ წინადადებას არ დათანხმდნენ და პროტესტი გრძელდება.