ჭიათურის მაღაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე მუშაა გაფიცული, რის გამოც მაღაროების უმეტესობაში მუშაობა შეჩერებულია.
შეხვედრა ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
“ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით,მუშებს ხელფასის მაქსიმიმუმ 15%-იანი ზრდა შესთავაზეს, თუმცა ამ შეთავაზებაზე მათ უარი თქვეს.
გაფიცულებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მუშების პროტესტი სამართლიანია.
მაღაროელების მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.