ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზში” ადასტურებენ.
“ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია”, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მათი დიდი ნაწილი შიმშილობს.
ჯორჯიან მანგანეზმა პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10-პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა. წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 50%-იან ზრდას ითხოვენ.