ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე-სააკაშვილი

“შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა”, -საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციას ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეციალური დავალებით იმყოფებოდა.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც  საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.