“ძალიან სერიოზული პრობლემა არის და ყველაზე მეტად რაც გვიკვირს ხოლმე არის ჩვენი კოლეგების განცხადებები, რომ პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ. როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ვგულისხმობ დავით გარეჯის საკითხს, შეწუხებულია ეკლესია, შეწუხებული არის მრევლი, შეწუხებულია თითოეული ჩვენი მოქალაქე და ჩვენი კოლეგებისგან ვისმენთ საუბარს, ხმა არ ამოიღოთო.
ესეიგი ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფერზე უნდა ისაუბრო, უნდა ისაუბრო მაამებლობაზე, უნდა აქო საკუთრი ლიდერები, ოღონდ ქვეყნის პრობლემებზე პარლამენტში არ უნდა ისაუბრო. ესეთი რამე რომელ დეპუტატს მოსდის ხოლმე თავში, რომ კოლეგებს მოუწოდოს, რომ პრობლემაზე არ ისაუბროს ღიად, რომელიც დგას რეალურად და რომლის გადაჭრელი ხელისუფლებაში როგორც ჩანს არავინ არ არის.“ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.