ჭორვილაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში, არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.