“ტელეფონის ნომრები გავცვალეთ” – ზელენსკი ბახტაძესთან შეხვედრას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ადასტურებს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძეს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ, ჟან-კლოდ იუნკერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

“დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე”, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 4 ივნისს ჩავიდა. როგორც ბელგიაში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა, პრემიერი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის მიღებას დაესწრებოდა. მისივე თქმით, ზელენსკისა და ბახტაძის შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.