ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ავრცელებს.
ლაფერაშვილის ინფორმაციით, ზურაბ გუმბერიძე საგამოძიებო ორგანოში 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის ფარგლებში მოხდება. ამ საქმეზე ბრალი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და ასევე „ინტერმედია +“-ის ხელმძღვანელს აქვთ წაყენებული.