მაია სტეფნაძის საქმეს, რომელიც ტელეკომპანია “იმედიდან”, სავარაუდოდ,ფეისბუქის სტატუსის გამო გაათავისუფლეს, სახალხო დამცველი შეისწავლის.
ნინო ლომჯარიასსაქმეში პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს.
„გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში შევისწავლოთ ქალბატონი მაიას გათავისუფლების საქმე, ვინაიდან ის გარემოებები, რასაც ქალბატონი მაია საუბრობს, შეიცავს პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ორივე მხარის განმარტება და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული საქმის შესწავლას,“ – განაცხადა ლომჯარიამ.
მაია სტეფნაძემ გათავისუფლების ფაქტის სესახებ სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს დაწერა. მისი მტკიცებით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი ფეისბუქზე გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მან ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გააკრიტიკა.