ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ელდარ მდინარაძე დაინიშნა. ელდარ მდინარაძე წარსულში ბიძინა ივანიშვილის მე–9 არხის დირექტორი იყო. შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანია მზის დირექტორად მუშაობდა.
გოგა კალანდარიშვილი 2017 წლიდან ლიბერთი ბანკის დირექტორია და პარალელურად ტელეკომპანია “იმედს” ხელმძღვანელობდა. სწორედ ორი თანამდებობა და ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. ნაციონალურმა მოძრაობამ ეროვნულ ბანკს კალანდარიშვილის საქმის შესწავლის მოთხოვნით 10 დღის წინ მიმართა, მას შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით არხიდან პროდიუსერ მაია სტეფნაძის გათავისუფლების საკითხი დადგა.გათავისუფლებული პროდიუსერის მტკიცებით, ის სამსახურიდან გიორგი კალანდარიშვილმა პოლიტიკური მოტივებით გაუშვა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით სწორედ ამის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ გიორგი კალანდარიშვილი ამავე დროს ტელეკომპანია იმედს ხელმძღვანელობდა.