ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა 51 წლის ასაკში  გარდაიცვალა. მას წლების წინ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბოლო პერიოდში კი მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესდა.

მას არაერთი გადაცემა მიჰყავდა,  მის სახელთან არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ“.