ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა.
ჩხუბის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი პატარიძე საუბრობდა იმაზე, რომ ბათუმში დაგეგმილია პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის გახსნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტი და არა პროზაიკოსი. ამ შენიშვნით გაღიზიანებულ პატარიძესა და ქამადაძეს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიგადაიზარდ, ჩხუბში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.
ჩხუბის შედეგად დაშავდა საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” როინ ზოიძე , სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
”კითხვა დავსვი, განმარტებით ბარათშიც უწერია და მოხსენების დროსაც თქვა, რომ დიდ პროზაიკოსს ვუდგამთ ბიუსტს. ვკითხე პროზაიკოსია თუ პოეტი? ან დამისახელე ერთი პროზაული ნაწარმოებითქო. ამას მოჰყვა აგრესია, იმიტომ რომ არ აქვს ინტელექტი ადამიანს და გადმოდის აგრესიაზე” – თქვა ჟურნალისტებთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.